ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის მორიგ შეხვედრაში ნიუკასლმა სტუმრად აზერბაიჯანული ყარაბაღი 6:1 გაანადგურა.
ოთხი გოლი (თანაც ყველა პირველ ტაიმში) ინგლისელმა ენტონი გორდონმა გაიტანა, თითო გოლი კი მალიკ ჩიაუმ და ჯეიკობ მერფიმ გაიტანეს.
ნიუკასლმა სტუმრად 5-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველივე მატჩში 1/8 ფინალური საგზური გაინაღდა.
0-1 გორდონი 3'
0-2 ჩიაუ 8'
0-3 გორდონი (პენ) 32'
0-4 გორდონი 34'
0-5 გორდონი (პენ) 45+1'
1-5 ჯაფარყულიევი 56'
1-6 მერფი 72'