მადრიდის რეალსა და ლისაბონის ბენფიკას შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი რასისტული სკანდალის ეპიცენტრში მოექცა.
შეხვედრის მთავარი მოვლენა არა ფეხბურთი, არამედ მეორე ტაიმის დასაწყისში, ვინისიუს ჯუნიორის მიერ გატანილი გოლის შემდეგ დაწყებული კონფლიქტი გახდა.
ბრაზილიელი შემტევის მიერ გოლის აღნიშვნამ ბენფიკას არგენტინელ თავდამსხმელთან, ჯანლუკა პრესტიანისთან დაპირისპირება გამოიწვია. ვინისიუსის განცხადებით, მან მეტოქისგან რასისტული შეურაცხყოფა მოისმინა. მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში მომხდარი მწვავედ შეაფასა, რასაც პრესტიანის საპასუხო განცხადება მოჰყვა:
„მინდა განვმარტო, რომ ვინისიუს ჯუნიორის მისამართით რასისტული შეურაცხყოფა არასდროს გამომითქვამს. მან, სამწუხაროდ, არასწორად გაიგო ის, რაც მოესმა.
არასდროს მიმიყენებია რასისტული შეურაცხყოფა არცერთი ადამიანისთვის და ვწუხვარ იმ მუქარების გამო, რომლებიც იმ მომენტში რეალის ფეხბურთელებისგან მივიღე“, — განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
მადრიდის რეალსა და ლისაბონის ბენფიკას შორის საპასუხო შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.