-
Aa
+
ფონტის ზომა
გთავაზობთ გუნდების სტატისტიკასა და სავარაუდო შემადგენლობებს.
ეს კლუბები ერთმანეთს უეფას ტურნირებზე პირველად ხვდებიან და ნიუკასლისთვისაც ეს პირველი მატჩია აზერბაიჯანული გუნდის წინააღმდეგ.
მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე დებიუტანტები არიან და ასევე პირველი გუნდი თავიანთი ქვეყნიდან, რომელმაც ამ ეტაპს მიაღწია.
ყარაბაღს ინგლისურ გუნდებთან უეფას ტურნირებზე ბოლო ცხრა მატჩში გამარჯვება არ აქვს (1 ფრე, 8 წაგება).
გურბან გურბანოვის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ექვს საშინაო მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა. ბოლო ორ შეხვედრაში ანგარიში კამილო დურანმა გახსნა.
ნიუკასლმა უეფას ბოლო 15 გასვლით მატჩში მხოლოდ ორი მოიგო (8 ფრე, 5 წაგება). ლიგის ეტაპზე ასეთ მატჩებში მათი მაჩვენებელი იყო: 1 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.
ეს ასევე ნიუკასლის პირველი მონაწილეობაა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ყარაბაღი - კოჩალსკი; სილვა, მუსტაფაზადე, მედინა, ჯაფარგულიევი; ბიკალიო, იანკოვიჩი; ანდრადე, მონტიელი, ზუბირი; დურანი
ნიუკასლი - პოუპი; ტრიპიერი, ჩაუ, ბერნი, ჰოლი; უილოკი, ტონალი, რემზილ ელანგა, გორდონი, ბარნსი
ეს გუნდები უეფას ტურნირებში რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სტატისტიკა თანაბარია: თითოეულს სამი გამარჯვება აქვს და ორი მატჩი ფრედ დასრულდა. ბოლოს ისინი 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, სადაც ბრიუგემ შინ 2-0 მოიგო, ხოლო მადრიდში შეხვედრა 0-0 დასრულდა.
ბელგიურმა გუნდმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ორივე ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო. 1977/78 წლების ევროპის თასის მეოთხედფინალში ჯამში ანგარიშით 4-3 გაიმარჯვა, ხოლო 1991/92 წლების თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალშიც წარმატებას მიაღწია.
ბრიუგე ატლეტიკოს წინააღმდეგ შინ უეფას ოთხ მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება, 1 ფრე). ამ სეზონში უეფას საშინაო მატჩებიდან გუნდმა ექვსიდან ხუთში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა.
დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ექვს ფლეი-ოფურ დაპირისპირებაში ოთხი წააგო.
ბრიუგესთან რვა შეხვედრის გარდა, ატლეტიკოს ბელგიურ გუნდთან ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 3-1 საშინაო გამარჯვება უნიონ სენ-ჟილუაზის წინააღმდეგ მე-4 ტურში.
ატლეტიკო ბოლო 13 სეზონიდან 11-ში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა; ბრიუგე ამ ეტაპზე ზედიზედ მეორე სეზონში ასპარეზობს.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ბრიუგე - მინოლე; საბე, ორდონიესი, მეხელი, საისი; სტანკოვიჩი, ვანაკენი, ონიედიკა; ფორბსი, ვერმანტი, ცოლისი
ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, პუბილი, ჰანცკო, რუჯერი; სიმეონე, კარდოსო, კოკე, ლუკმენი; გრიზმანი, ალვარესი
ამ გუნდებს შორის უეფას ერთადერთი წინა შეხვედრა 1978/79 წლების თასების მფლობელთა თასის მეორე რაუნდში შედგა. ინტერმა ორი მატჩის ჯამში 7-1 იმარჯვა, მოიგო როგორც სახლში, ისე გასვლაზე.
ბოდო/გლიმტმა გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალამდე გზაზე ორმატჩიან დაპირისპირებაში ლაციო დაამარცხა. თუმცა, ეს ნორვეგიული კლუბისთვის იტალიური გუნდების წინააღმდეგ უეფას ხუთ ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი წარმატებაა.
კასპერ ჰოგმა ბოდო/გლიმტის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. გუნდმა ბოლო რვა შეხვედრიდან ექვსში მინიმუმ ორი გოლი შეაგდო.
ინტერი ნორვეგიული გუნდების წინააღმდეგ უეფას ოთხ მატჩში დაუმარცხებელია (3 მოგება, 1 ფრე).
ნერაძური ამ ტურნირზე ბოლო შვიდი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან ექვსში გამარჯვებულია და ამ პერიოდში პირველ მატჩში დაუმარცხებელია (6 მოგება, 1 ფრე).
ბოდო/გლიმტი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის დებიუტანტია; ინტერი კი ბოლო სამი სეზონიდან ორში ფინალში გავიდა.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ბოდო - ჰაიკინი; სიოვოლდი, ბიორტუფტი, გუნდერსენი, ბიორკანი; ევიენი, ბერგი, ფეტი; ბლომბერგი, ჰოგი, ჰაუგე
ინტერი - ზომერი; აკანჯი, აჩერბი, ბასტონი; ლუის ენრიკე, ბარელა, ჟელინსკი, სუჩიჩი, დიმარკო; ლაუტარო, ტურამი
ოლიმპიაკოსმა საბერძნეთში გამართულ მე-7 ტურის მატჩში 2-0 მოიგო. მათი სხვა უეფას შეხვედრები 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში გაიმართა, სადაც თითოეულმა გუნდმა შინ გამარჯვება მოიპოვა ჯგუფურ ეტაპზე.
ბერძნული კლუბის მე-7 ტურის გამარჯვებამ უეფას ტურნირებზე გერმანული გუნდების წინააღმდეგ 13-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (1 ფრე, 12 წაგება).
ოლიმპიაკოსმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე თავისი ყველაზე გრძელი გამარჯვებათა სერია, ზედიზედ 3 მოგება, გაიმეორა. უეფას ტურნირებზე ჩატარებული შვიდი ორმატჩიანი დაპირისპირებიდან გუნდმა ექვსში საშინაო მატჩი მოიგო.
ალეხანდრო გრიმალდოს ჩემპიონთა ლიგაზე ლევერკუზენის ბოლო ოთხ მატჩში სამჯერ აქვს გატანილი.
ერთი გოლი ლევერკუზენს ამ ტურნირზე გატანილი 200 გოლის ნიშნულამდე მიიყვანს.
ეს ოლიმპიაკოსის პირველი მონაწილეობაა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში 2013/14 წლების სეზონის შემდეგ. ლევერკუზენი კი ტურნირს გასულ სეზონში მერვედფინალში გამოეთიშა.
სავარაუდო შემადგენლობები (uefa.com)
ოლიმპიაკოსი - ცოლაკისი; კოშტინია, რეცოსი, პიროლა, ორტეგა; ჰეცი, გარსია; როდინეი, ჩიკინიო, მარტინსი; ტარემი
ლევერკუზენი - ბლასვიჩი; ქუანსა, ანდრიხი, ტაპსობა; ვასკესი, გარსია, ფერნანდესი, გრიმალდო; ტილმანი, პოკუ; შიკი

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები