ლუჩანო სპალეტის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, თურქეთში, გალათასარაისთან გამანადგურებელი მარცხი (2:5) იგემა.
სტატისტიკა ბიანკონერისთვის საგანგაშოა — ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩების მესამედიც კი ვერ მოიგო. ბოლო 17 შეხვედრაში ტურინელების ანგარიშზე მხოლოდ 5 გამარჯვებაა (7 ფრე, 5 წაგება).
გარდა ამისა, სპალეტის გუნდს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, საიდანაც სამი შეხვედრა წააგო. ამ პერიოდში იუვენტუსის ბურთების შეფარდება კატასტროფულია — 6:13.
გალათასარაისთან საპასუხო მატჩი ტურინში 25 თებერვალს გაიმართება.