ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურისთვის გამართული პირველი მატჩი მადრიდის რეალსა და ბენფიკას შორის (1:0) სკანდალურად დასრულდა.
დაპირისპირება, რომელიც მოედანზე დაიწყო, საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელებში გაგრძელდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში თამაში დროებით შეწყდა — ვინისიუს ჟუნიორმა ჯანლუკა პრესტიანი რასიზმში დაადანაშაულა. ბრაზილიელმა არბიტრ ფრანსუა ლეტექსიეს აცნობა, რომ არგენტინელმა მას „მაიმუნი“ უწოდა (იმ მომენტში პრისტიანის პირი მაისურით ჰქონდა დაფარული). ამ ინციდენტის შემდეგ პორტუგალიელი გულშემატკივრები ვინისიუსს ყოველი ბურთთან შეხებისას უსტვენდნენ.
დაძაბულობამ პიკს 85-ე წუთზე მიაღწია, როდესაც ჟოზე მოურინიო გააძევეს. პორტუგალიელი მწვრთნელი ვინისიუსის მიერ რიჩარდ რიოსზე უხეშობას აპროტესტებდა, რის გამოც ბრაზილიელს მეორე ყვითელი ბარათი არ მიუღია.
CBS Sports-ის ინფორმაციით, საფინალო სასტვენის შემდეგ ბენფიკას თანამშრომლები რეალის გასახდელში შეჭრას ცდილობდნენ. სტადიონის შიდა დერეფნებში გუნდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.