10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში მანჩესტერმა სოსიედადი გაანადგურა.
მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ამორიმის გუნდმა 5:2 იმარჯვა და ევროპა ლიგის 1/4 ფინალში დამაჯერებლად გავიდა.
ამ შეხვედრაში მაყურებელმა 3 პენალტი იხილა - ჯერ მე-10 წუთზე ოიარსაბალმა წერტილიდან ბასკური კლუბი დააწინაურა, თუმცა ექვს წუთში ბრუნომ ასევე პენალტით გაათანაბრა ანგარიში.
50-ე წუთზე კიდევ ერთი თერტმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ისევ ბრუნომ აქცია გოლად და მანჩესტერი წინ გაიყვანა.
63-ე წუთზე სოსიედადის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, როცა ბოლო იმედის ჯარიმისთვის არამბურუ გააძევეს მოედნიდან.
რიცხობრივი უპირატესობით მანჩესტერმა კარგად ისარგებლა და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა. 87-ზე ბრუნომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 90+1 წუთზე კი წერტილი დიოგუ დალოტმა დასვა.
მანჩესტერი 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლიონი იქნება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები