ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპა ლიგის ფინალში პრემიერ ლიგური დერბი გაიმართება.
21 მაისს, ბილბაოში სტადიონ სან მამესზე ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან.
მანჩესტერმა ნახევარფინალში ფინალის მასპინძელი ბილბაო ორი მატჩის ჯამში 7:1 დაამარცხა, ტოტენჰემმა კი ბოდო გლიმტს 5:1 აჯობა.
გადაწყვეტ მატჩში მანჩესტერი და ტოტენჰემი სეზონის გადარჩენად და ტიტულთან ერთად, მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან, რამეთუ პრემიერ ლიგაში გუნდები 35 ტურის შემდეგ მე-15 და მე-16 პოზიციებს იკავებენ.
VIDEO: მანჩესტერმა ბილბაო სახლშიც გაანადგურა და ფინალში დამაჯერებლად გავიდა