მანჩესტერ იუნაიტედი ახალი გოლკიპერის ძიებაშია.
მიუხედავად იმისა, რომ რუბენ ამორიმი ანდრე ონანას თამაშით კმაყოფილია, კამერუნელმა კიპერმა ოლდ ტრაფორდი შესაძლოა ამ ზაფხულს მაინც დატოვოს - მისით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ონანას პოტენციურ შემცვლელს შორის მოხვდა ტორინოს სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩიც.
ამ ეტაპზე ტორინოსთან კონკრეტულ მოლაპარაკებებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა იუნაიტედმა თავისი ინტერესი 2.02 სანტიმეტრიანი მეკარის მიმართ მკაფიოდ დააფიქსირა.