უეინ რუნი მანჩესტერ იუნაიტედის შიდა სამზარეულოში შეთანხმებულ მუშაობას ვერ ხედავს.
„21 წლამდე გუნდი 4 მცველით თამაშობს და ჩემთვის ეს უცნაურია, რადგან მეორე გუნდის ბევრი ფეხბურთელი პირველი გუნდის მომავალ წევრად მოიაზრება, არაერთს უკვე ნათამაშებიც აქვს ძირითად გუნდში.
მათ ასაკობრივ გუნდში სათამაშო დრო ეძლევათ, თუმცა სრულიად განსხვავებულ სისტემაში თამაშობენ, რაც ცოტა დამაფიქრებელია.
ევროპა ლიგის ფინალში გასვლა - ბზარებზე შპალერის გადაკვრას ჰგავს. მანჩესტერს უდიდესი პრობლემები აქვს, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს." - აღნიშნა მანკუნიანელთა ექს-ფეხბურთელმა.
ევროპა ლიგის პირველ 1/2 ფინალში მანჩესტერმა სტუმრად ბილბაოს 3:0 მოუგო და ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, საპასუხო თამაში ზეგ, 8 მაისს გაიმართება.