მანჩესტერის ნიდერლანდელმა მცველმა ბრენტფორდთან მატჩში ტრავმა მიიღო.
პირველი ტაიმის ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, დე ლიხტმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მის ნაცვლად მოედანზე ჰარი მაგუაიერი გამოჩნდა.
ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ წინა ტრავმიდან დე ლიხტი მხოლოდ ამ კვირაში დაბრუნდა, ის მოედანზე 1 აპრილის შემდეგ არ გასულა.
რამდენი ხნით მოუწევს უქმობა დე ლიხტს ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია.