იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მადრიდის რეალში ტრანსფერი გადაწყდა.
ლივერპულიდან წასვლის გადაწყვეტილება ტრენტმა უკვე დაადასტურა და გულშემატკივრებსაც დაემშვიდობა.
"ჩემი სიყვარული ამ კლუბის მიმართ არასდროს მოკვდება" - ტრენტმა წასვლა დაადასტურა
ინგლისელსა და მადრიდულ კლუბს შორის დოკუმენტები მზადდება და ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოეწერება. სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ტრენტმა ლივერპულთან ერთად 2 პრემიერ ლიგა, FA თასი, EFL თასი, ქომუნითი შილდი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.