პრემიერ ლიგის 35-ე ტურში მანჩესტერი სტუმრად ბრენტფორდთან დამარცხდა.
შეხვედრა ბრენტფორდ ქომიუნითი სტედიუმზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მე-14 წუთზე მანჩესტერი მაუნტმა დააწინაურა, თუმცა 27-ზე შოუს ავტოგოლითა და 33-ზე შადეს გოლებით ბრენტფორდმა პირველი ტაიმი მოიგო.
70 და 74-ე წუთებზე მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ამორიმის გუნდი განადგურების წინაშე დააყენა, თუმცა დარჩენილ დროში ემიუმ ორი გოლის გატანა გარნაჩოს და დიალოს ძალებით შეძლო, რითაც ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა, თუმცა მატჩის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა.
მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი ვერ მოიგო და 39 ქულით მე-15 ადგილზე ჩამოქვეითდა, ბრენტფორდი კი 52 ქულით მე-9 პოზიციაზეა.