იუვენტუსი მანჩესტერის ფორვარდით, რასმუს ჰოილუნდით ინტერესდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინულ კლუბში დანიელი თავდამსხმელის შეძენისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და კლუბი წითელ ეშმაკებს დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ ჰოილუნდი მანჩესტერში ატალანტადან 64+8 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა.
პრემიერ ლიგის ამ სეზონში ჰოილუნდმა 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა.