უდიდესი ალბათობით, სეზონის ბოლოს ლუკას ვასკესი მადრიდის რეალს დატოვებს.
მხარეებმა რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი 2 კვირით გაახანგრძლივეს, რადგან წინა ხელშეკრულება 30 ივნისს იწურებოდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი კი 13 ივლისამდე გრძელდება.
თუმცა, ზოგადად კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხარეები ამ ეტაპზე მოლაპარაკებებსაც არ აწარმოებენ და სავარაუდოდ, ესპანელი მშობლიურ კლუბში თავის ბოლო თვეებს ატარებს.
მის სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რეალში ტრენტ ალექსანდრ არნოლდი გადადის, შესაბამისად ვასკესის ადგილი გუნდში საერთოდ აღარ რჩება.