ფლორიან ვირცს კარიერის გაგრძელება მიუნხენის ბაიერნში სურს.
რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ ფეხბურთელმა ბაიერნთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და კლუბების შეთანხმების მოლოდინში იმყოფება.
ახლა კი გერმანული BILD იტყობინება, რომ ვირცმა თავისი სურვილის შესახებ ლევერკუზენის მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოსაც გაანდო, რომელიც დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან მადრიდის რეალში დაინიშნება.
ვირცის თქმით, მას არც რეალში და არც მან სიტიში არ სურს გადასვლა - კარიერის გაგრძელების ერთადერთ სასურველ ვარიანტად გერმანიის ნაკრების შემტევი მიუნხენის ბაიერნს მოიაზრებს და გადასვლა სწორედ ალიანც არენაზე სურს.
მოახლოვებულ ზაფხულს ბაიერნის მთავარი სატრანსფერო მიზანი სწორედ ვირცის დამატება იქნება, თუმცა ლევერკუზენი მასთან ადვილად განშორებას არ აპირებს და 100+ მილიონის მიღებას გეგმავს.