მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ნაკრების შემტევის, ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც Footmercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, ბაიერნმა ვირცის წარმომადგენლებთან კონტრაქტი სიტყვიერად პრაქტიკულად მთლიანად შეათანხმა და თავად ფეხბურთელი ალიანც არენაზე გადაბარგებაზე თანახმაა.
თუმცა, ჯერჯერობით შეთახნმების მიღწევა ვერ ხერხდება კლუბებს შორის - ლევერკუზენის სურვილია, ლიდერი კიდევ მინიმუმ ერთი წლით შეინარჩუნოს.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს მან სიტიც, თუმცა ამ ეტაპზე ტრანსფერთან ბევრად ახლოს ბაიერნია.