სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის კარლსრუემ საკუთარ მოედანზე რეგენსბურგი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გაათანაბრა და მეტოქე გუნდს გოლი გასახდელში გაატანა.
მეორე ტაიმის სტარტზევე ბუდუს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა 46-ე წუთზე მან პენალტი ვერ გამოიყენა, აქედან 3 წუთში კი სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ.
56-ე წუთზე კარლსრუემ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღო, ამჯერად ნიშნულთან მარვინ ვანიცეკი მივიდა და წონასწორობა აღადგინა.
62-ე წუთზე ზივზივაძემ დუბლი მაინც შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე კი ფაბიან შლოისენერმა სხვაობა ორბურთიანი გახადა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.
კარლსრუემ 3 ქულა მოიპოვა და 16 მატჩის შემდეგ 26 ქულით მე-4 ადგილზეა, პირველადგილოსანდ პადერბორნს 27 ქულა აქვს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები.
ბუდუ ზივზივაძე კი ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა და ამ სეზონში უკვე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები