გერმანული კლუბი ელფესბერგი ახალი სეზონიდან ბუნდესლიგაში ითამაშებს.
გუნდმა, რომელიც 1907 წელს დაარსდა, მეორე ბუნდესლიგის დასკვნით ტურში პროისენი 3:0 გაანადგურა და მე-2 ადგილი გაინაღდა.
ჯერ კიდევ 2021/22 სეზონში, ელფესბერგი რანგით მე-4 დივიზიონში ასპარეზობდა, ახალი სეზონიდან კი ბუნდესლიგაში ითამაშებს.
მესამე ადგილზე პადერბორნი გავიდა და ამოსვლის პლეი-ოფში ვოლფსბურგს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ პირველ ბუნდესლიგაში სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა 2-ის პირველ ადგილზე გავიდა 3-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში შალკე ამოვიდა.