ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ბრუნდება თუ არა ნოიერი გერმანიის ნაკრებში?
ფეხბურთიფეხბურთი

ბრუნდება თუ არა ნოიერი გერმანიის ნაკრებში?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ნაგელსმანმა, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადის გამოქვეყნებამდე მანუელ ნოიერის საერთაშორისო მომავალთან დაკავშირებით პირდაპირ პასუხს თავი განგებ აარიდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნის ლეგენდამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ჩრდილოეთ ამერიკაში დაგეგმილ მუნდიალზე გუნდის პირველი ნომერი იქნება.

ZDF-Sportstudio-ს ეთერში სტუმრობისას ნაგელსმანისგან ყველა სიტუაციის გარკვევას ელოდა, თუმცა მან 26-კაციანი საბოლოო შემადგენლობის დასახელება 21 მაისამდე გადადო და ნოიერზე კომენტარი არ გააკეთა. წარსულში მწვრთნელი ამბობდა, რომ ნოიერმა ნაკრები საკუთარი ნებით დატოვა და ამაზე მუდმივი დისკუსია უსარგებლო იყო, თუმცა ბოლო დღეებში მისმა დუმილმა ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა.

ნაგელსმანმა არც ის დაადასტურა, არის თუ არა 40 წლის მეკარე 55-კაციან გაფართოებულ სიაში:

ეს სია საჯარო არ არის, ამიტომ მასზე კომენტარს არ გავაკეთებ. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ იქ ბევრი ფეხბურთელია. ჩვენი მოვალეობაა, შევაფასოთ ყველა ჯანმრთელი მოთამაშე, ვისაც გერმანიის პასპორტი აქვს. ამ სიაში არიან ისეთებიც, ვისაც ჩემი მწვრთნელობის დროს საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ ბუნდესლიგაში ან პრემიერ ლიგაში კარგი სეზონი ჰქონდათ


ამ თემაზე საკუთარი პოზიცია ბაიერნის მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმაც დააფიქსირა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ ნოიერის სახით საუკეთესო გერმანელი მეკარე გვყავს“. თუმცა, ბელგიელმა სპეციალისტმა იქვე დაამატა, რომ ნაგელსმანზე ზეწოლის მოხდენა არ სურს და მას მშვიდად მუშაობის საშუალებას აძლევს.

მეკარის პოზიციის გარდა, ნაგელსმანს სხვა საფიქრალიც აქვს, ის შემადგენლობის გაახალგაზრდავებას გეგმავს და განიხილავს ისეთი ტალანტების მიწვევას, როგორებიც ლენარტ კარლი და საიდ ელ მალა არიან, ხოლო ფელიქს ნმეჩასა და ნიკლას ფიულკრუგის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

გერმანია
გერმანიის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი
ნაგელსმანი
ნოიერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ ფორმაში ხვდება მესი მეექვსე მუნდიალს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ ფორმაში ხვდება მესი მეექვსე მუნდიალს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდა რჩება - ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდა რჩება - ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიუნხენ ბაიერნის ლეგენდა მუნდიალზე მიდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიუნხენ ბაიერნის ლეგენდა მუნდიალზე მიდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუდუს გუნდი ოფიციალურად გავარდა - ბუნდესლიგა 2025/26-ის შედეგები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბუდუს გუნდი ოფიციალურად გავარდა - ბუნდესლიგა 2025/26-ის შედეგები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 მაი, 2026

როგორ ფორმაში ხვდება მესი მეექვსე მუნდიალს

News image

15 მაი, 2026

ლეგენდა რჩება - ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

News image

16 სთ წინ

მიუნხენ ბაიერნის ლეგენდა მუნდიალზე მიდის

News image

14 სთ წინ

ბუდუს გუნდი ოფიციალურად გავარდა - ბუნდესლიგა 2025/26-ის შედეგები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება