დორტმუნდის ბორუსიამ ბუნდესლიგის მე-1000 საშინაო მატჩში ფრაიბურგი 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
მატჩის მთავარი გმირი 18 წლის იტალიელი ტალანტი, სამუელე ინაჩო გახდა, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა. ატალანტას აკადემიიდან გადმობირებულმა შემტევმა მოედანზე 74 წუთი დაყო და გულშემატკივრების დიდი ოფერცია დაიმსახურა. მაქსიმილიან ბაიერმა, რომელმაც ანგარიში მერვე წუთზე გახსნა, ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო:
უბრალოდ მიეცით უფლება აკეთოს ის, რაც სურს. ის იმდენად კარგია, რომ მოედანზე თავისუფლება უნდა ჰქონდეს
სპორტული დირექტორი ოლე ბუკი აღფრთოვანებულია ინაჩოს დრიბლინგითა და ხედვით, თუმცა ზედმეტი ეიფორიისგან თავის შეკავებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ იტალიელი შესაძლოა იულიან ბრანდტის შემცვლელად იქცეს, ბრანდტი ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.
დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ყურადღება გუნდის ისტორიულ მაჩვენებელზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მე-1000 საშინაო მატჩში გამარჯვება დამსახურებული იყო. თავად ინაჩომ კი ემოციები სოციალურ ქსელში გამოხატა:
სიტყვები არ მყოფნის. დებიუტი სასტარტოში, მშობლიური კედლები... მადლობა BVB-ს