• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ბურთის მიმწოდებელმა დონარუმას პენალტების სია მოპარა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ბურთის მიმწოდებელმა დონარუმას პენალტების სია მოპარა

06 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბოსნიამ ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დრამატული მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბოსნიელებმა მეტოქეს აჯობეს. გმირი მეკარე ნიკოლა ვასილი გახდა, იტალიელთა მხრიდან კი დარტყმები პიო ესპოზიტომ და ბრაიან კრისტანტემ გააფუჭეს. ბილინო პოლიეზე ნამდვილი სახალხო დღესასწაული დაიწყო.


VIDEO: აძურას კრახი გრძელდება — იტალია ზედიზედ მესამე მსოფლიოს გამოტოვებს


იმ ღამეს კიდევ ერთი რამ მოხდა, რაც სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა.


პენალტების სერიის შემდეგ, განრისხებულმა ჯანლუიჯი დონარუმამ ვასილის ის ჩანაწერები დაუხია, რომლებსაც ბოსნიელი მეკარე პენალტების დროს იყენებდა. სიტუაცია დაიძაბა და საქმეში მსაჯი კლემან ტურპენი ჩაერია, საბოლოოდ კი ლეონარდო ბონუჩიმ იტალიელი მეკარე მოედანს გაარიდა.

სწორედ ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა მოახერხა და თავად დონარუმას პენალტების „შპარგალკას“ დაეუფლა.

ბიჭი იდენტიფიცირებულია - ის აფან ჩიზმიჩია, კლუბ ჩელიკის ახალგაზრდა თავდამსხმელი. მან მოგვიანებით გაამჟღავნა, თუ რა ეწერა ფურცელზე:


იქ მითითებული იყო რომელ ფეხს იყენებენ ფეხბურთელები და როგორ ურტყამენ პენალტებს. მიდიან მარცხნივ, მარჯვნივ, თუ ელოდებიან მეკარის მოძრაობას.


ჩანაწერები მოიცავდა დეტალურ ინსტრუქციებს:


SX / DX – მარცხენა ან მარჯვენა ფეხი;

Chiuso / Aperto – დარტყმის კუთხე (ჩაკეტილი თუ ღია);

Guarda – ფეხბურთელის ქცევა დარტყმამდე (სად იყურება).

უბრალო ჩანაწერებისგან განსხვავებით, დონარუმას ვერსია დაბეჭდილი და სპეციალურად ლამინირებული იყო მატჩისთვის. აფანმა ასევე ისაუბრა მომენტზე, როდესაც მეკარე მიხვდა, რომ ფურცელი გაქრა:

ის ყველგან ეძებდა მას, დაცვის თანამშრომლებსაც კი აბრალებდა. ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო.


ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოაცხადა, რომ აპირებს ამ ფურცლის აუქციონზე გატანას, მიღებულ თანხას კი ქველმოქმედებას მოახმარს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

bosnia-&-herzegovina
დონარუმა
იტალია
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრამპის პროგნოზი - აშშ-ის ნაკრების შანსები მუნდიალზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტრამპის პროგნოზი - აშშ-ის ნაკრების შანსები მუნდიალზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ამინდის საფრთხეები მუნდიალზე - გრძელი პაუზები და რეგულაციები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ამინდის საფრთხეები მუნდიალზე - გრძელი პაუზები და რეგულაციები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მივიწყებული ფორვარდი მსოფლიოს ცენტრში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მივიწყებული ფორვარდი მსოფლიოს ცენტრში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

იტალია ინფანტინოს დამამცირებელი განცხადების გამო აკრიტიკებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალია ინფანტინოს დამამცირებელი განცხადების გამო აკრიტიკებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ტრამპის პროგნოზი - აშშ-ის ნაკრების შანსები მუნდიალზე

News image

1 სთ წინ

ამინდის საფრთხეები მუნდიალზე - გრძელი პაუზები და რეგულაციები

News image

43 წთ წინ

მივიწყებული ფორვარდი მსოფლიოს ცენტრში

News image

37 წთ წინ

იტალია ინფანტინოს დამამცირებელი განცხადების გამო აკრიტიკებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება