ჩაბი ალონსოს ფრანკო მასტანტუონოს სიტყვებზე ჰკითხეს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა რეალში წარდგენისას აღნიშნა, რომ მისთვის, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია.
„მესმის, რატომაც არის მესი მისი საყვარელი ფეხბურთელი - ის არგენტინელია, ამიტომ არაფერია გასაკვირი. როგორ შეიძლება მას ვუკარნახოთ, ვინ იყოს მისი საყვარელი ფეხბურთელი?
როცა პირველად ფრანკოს დაველაპარაკე, მისმა ხასიათმა გამაკვირვა. მხოლოდ 17 წლის იყო, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული მომეჩვენა. არ შეეშინდა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და რეალში გადმოსვლა. ჩანს მისი ზრდასრულობა, მისი მონდომება და მისი ძლიერი თვისებები. ის ჩვენს გუნდს კარგად მოერგება.
უკვე ხვალ მას შესაძლოა სათამაშო დრო მიეცეს. ის შეგვმატებს ხარისხს, ენერგიას და დაცვასაც მონდომებით დაეხმარება, რადგან სწრაფია.
მას არგენტინული მდგრადობა და ბრწყინვალე მარცხენა ფეხი აქვს დასკვნითი პასებისა და სტანდარტულების დროს." - აღნიშნა რეალის მწვრთნელმა.