ჩაბი ალონსოს იმედი აქვს, რომ ახალ სეზონში მსაჯებზე არ მოუწევს საუბარი.
ხვალ მადრიდელები ლა ლიგის პირველ ტურში ოსასუნას დაუპირისპირდებიან, მატჩის მთავარი მსაჯი ადრიან კორდერო ვეგა იქნება.
„სეზონი ჩვენთვის მხოლოდ ახლა იწყება - ვნახოთ, საქმეები როგორ წაგვივა. იმედია, მსაჯებზე საუბარი არ მოგვიწევს.
არ მინდა ამაზე ნაადრევად ვილაპარაკო." - აღნიშნა რეალის მწვრთნელმა.
მალიორკა - ბარსელონას პირველი ტურის მატჩის შემდეგ, ბევრმა მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა - არბიტრმა მოედნიდან მალიორკას ორი ფეხბურთელი გააძევა და ფერან ტორესის გოლი ჩათვალა, რომელიც ესპანელმა იმ მომენტში გაიტანა, როცა მასპინძელთა ფეხბურთელი მინდორზე იწვა.