ჩავი სიმონსს ამ ზაფხულს ლაიფციგის დატოვება სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 22 წლის ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რედ ბულის დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა და კლუბს თავისი გეგმები უკვე შეატყობინა.
ბაიერნი და პრემიერ ლიგის ტოპ კლუბები სიტუაციას აკვირდებიან. იწერება, რომ პრიორიტეტად სიმონსი ინგლისში გადაბარგებას ისახავს.
მიმდინარე სეზონში სიმონსმა ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფეხბურთელი გერმანულმა კლუბმა იანვარში პსჟ-დან 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა.