კანადელმა თავდამსხმელმა ჯონათან დევიდმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლილს დატოვებს.
ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დევიდს ნაპოლისგან აქვს აქტიური შემოთავაზება, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.
დევიდი ლილს 2020 წელს გენტიდან შეუერთდა და 231 მატჩში 109 გოლი და 30 საგოლე გადაცემა მიითვალა.