ბარსელონამ ნიუკასლისა და ინგლისის ნაკრების ვინგერის, ენტონი გორდონის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ღირებულებამ 80 მილიონი ევრო (69 მილიონი ფუნტი) შეადგინა, ფეხბურთელმა კი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფეხბურთელის შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა მიუნხენის ბაიერნიც, თუმცა ეს ბრძოლა ბარსას გამარჯვებით დასრულდა და ინგლისელი შემტევი კატალონიურ გრანდს შეუერთდა.
ნიუკასლის მაისურით ჩატარებულ 152 მატჩში გორდონმა 39 გოლი და 28 საგოლე პასი მიითვალა.
წარდგენაზე ინგლისელმა ფეხბურთელმა ესპანურადაც ისაუბრა და ენის კარგად ცოდნა იმით ახსნა, რომ ყოველთვის ოცნებობდა და სჯეროდა, რომ ბარსელონაში ითამაშებდა.