მადრიდის ატლეტიკოს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა.
,,HERE WE GO! ჩვენ ბარსელონას ფაქსით გავუგზავნეთ ჩვენი სატრანსფერო შეთავაზება: 4 ბილეთი Bad Bunny-ს ხვალინდელ კონცერტზე, ABC-ის ერთწლიანი გამოწერა და ერთი ტომარა მზესუმზირის თესლი.
მოუთმენლად ველოდებით პასუხს, რათა ოფიციალური განცხადება მოვამზადოთ." - წერია როხიბლანკოს გვერდზე, რომელსაც თან ატლეტიკოს მაისურში გამოწყობილი ლამინ იამალის ფოტო ერთვის.
რამდენიმე წუთში მადრიდელებმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნეს:
,,HERE WE GO! ამ მეორე შეთავაზებასთან დაკავშირებით ერთი პრობლემა შეგვექმნა, ხვალინდელი კონცერტის ბილეთები გაგვითავდა, ამიტომ წინა წინადადებას ვაუმჯობესებთ და კვირის კონცერტისთვის 6 ბილეთს ვთავაზობთ." - ამ პოსტს კი ატლეტიკოს მაისურში მყოფი პედრის ფოტო ერთვის.
,,და გახსოვდეთ, ამ ყალბი პოსტის შექმნას მხოლოდ 5 წუთი მოვანდომეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც რეალობის შეცვლაა შესაძლებელი. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ხედავთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ბარსას უკავშირდება." - წერს როხიბლანკოს გვერდი.
ბარსელონამ ატლეტიკოს ალვარესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა

