-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, 29 მაისს, რაც ბარსელონამ და ნიუკასლმა ყველა ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, კატალონიურ გრანდში ანტონი გორდონის ტრანსფერი საბოლოოდ დადასტურდა - ბარსელონას ინგლისელი ვინგერი 80 მილიონი ევრო დაუჯდა. დღევანდელ ბლოგში ბარსას ინტერესის სფეროში მყოფ კიდევ 10 ფეხბურთელზე მოგიყვებით.
10. იოშკო გვარდიოლი
დეკუ ცენტრალური მცველის ძიებაშია - მანჩესტერ სიტის ხორვატი ფეხბურთელი ბარსელონას ინტერესთა სიაშია.
9. პიერო ინკაპიე
ლევერკუზენიდან არსენალში განათხოვრებული ეკვადორელი ლონდონში ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ისტორიული დუბლის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. როგორც არაერთი წყარო იუწყება, ბარსელონა სერიოზულად განიხილავს პიეროს გადაბირებას.
8. ლუკა ვუშკოვიჩი
დეკუს ლონდონში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტოტენჰემის საკუთრებაში მყოფი 19 წლის უნიჭიერესი მცველი, ლუკა ვუშკოვიჩი იყოს - ხორვატი ამჟამად ჰამბურგში თამაშობს.
7. მიკი ვან დე ვენი
მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემი გავარდნას გადაურჩა, ჩრდილო ლონდონელთა ცენტრალური მცველების მიმართ ტოპ კლუბების ინტერესი არ წყდება. მართალია ვან დე ვენისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად ლივერპული ითვლება, მაგრამ დეკუ თავისი შანსის გამოყენებას ეცდება.
6. მარკ კუკურეია
ესპანელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, პრობლემური მარცხენა მცველის პოზიციის ფონზე, კატალონიური კლუბი მარკ კუკურეიას დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს. სიტუაციას ის ართულებს, რომ ბარსასა და კუკურეიას სურვლის შემთხვევაშიც, ჩელსისთან შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
5. ალესანდრო ბასტონი
თვეების განმავლობაში იწერებოდა ალესანდრო ბასტონის ბარსელონაში ტრანსფერის შესახებ, არაერთი წყაროს თქმით თითქოს იტალიელს ინტერიდან ბარსელონაში გადასვლა გადაწყვეტილიც ჰქონდა და კატალონიური კლუბი გამოსასყიდი თანხის გადახდასაც აპირებდა. ეს ინფორმაცია უარყო ინტერნასიონალეს პრეზიდენტმა, ბეპე მაროტამ:
ვფიქრობ, ჩვენი ფანები ბასტონის სიტუაციასთან დაკავშირებით მშვიდად უნდა იყვნენ.
მას წასვლა არასდროს უთხოვია, აქ ძალიან ბედნიერია და ჩვენც ისეთი კლუბი არ ვართ, რომელიც ფეხბურთელებს ყიდის
მე მჯერა, რომ ბასტონი ჩვენთან დარჩება
4. კუტი რომერო
მიკი ვან დე ვენის მსგავსად, არც ტოტენჰემის კაპიტანია გამონაკლისი - არგენტინელს არაერთ კლუბს უკავშირებენ, ყველაზე ხშირად რომეროს სახელი ატლეტიკოსა და ბარსელონასთან კავშირში ისმის. კაპიტნის წასვლა უფრო რეალური ტოტენჰემში მარკოს სენესის ტრანსფერის შემდეგ ხდება.
3. ვიქტორ ოსიმენი
როგორც არაერთი წყარო იტყობინება, ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, კატალონიური კლუბი გალათასარაიდან ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებას შეეცდება. ჯერჯერობით ამ ტრანსფერზე რაიმე ხელშესახები ინფორმაცია არ მოიპოვება.
2. ბერნარდო სილვა
მანჩესტერ სიტიში გატარებული 9 სეზონის შემდეგ პორტუგალიელმა კლუბი დატოვა - ბერნარდოსა და ბარსელონას წლების განმავლობაში უკავშირებდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, პორტუგალიელის სავარაუდო მომავალი კლუბების სიაში ბარსელონა ისევ პირველ პოზიციას იკავებს.
1. ხულიან ალვარესი
გორდონის ტრანსფერის შემდეგ დაკუს მთავარი მიზანი არგენტინელი ფორვარდის კამპ ნოუზე გადმოყვანაა. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბარსელონას 100 მილიონიანი წინადადების მიუხედავად, ატლეტიკოს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს. მადრიდელებისთვის საქმეს ის ართულებს რომ ფეხბურთელს კლუბის დატოვება და ბარსელონაში გადასვლა გადაწყვეტილი აქვს.
ალვარესი ატლეტიკოს მისი გაყიდვისკენ უბიძგებს. ფეხბურთელმა კლუბს განუცხადა რომ ბარსელონაში თამაში სურს.
ფაბრიციო რომანო.
ბარსელონას პირველი ოფიციალური შეთავაზება - 100 მილიონი ევრო მადრიდულმა კლუბმა დაბლოკა.
კომენტარები