პირველი ნაბიჯი ალვარესის შეძენისკენ გადადგმულია.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს ხულიან ალვარესის სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც 100 მილიონ ევროს შეადგენს.
ეს შეთავაზება არ ითვალისწინებს ბონუსებს და გარიგებაში სხვა მოთამაშეების ჩართვას.
აღინიშნება, რომ ატლეტიკო უკმაყოფილოა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოვლენების განვითარებით, თუმცა არგენტინელმა თავდამსხმელმა კლუბის ხელმძღვანელობას გაშვება უკვე სთხოვა.
ამ ეტაპზე ატლეტიკოს ოფიციალური პასუხი უცნობია, თუმცა რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები „ობობას" უფრო დიდ თანხად აფასებენ და სავარაუდოდ, ამ შემოთავაზებას დაბლოკავენ.