ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ თავისი მმართველობის პერიოდიდან კულუარული დეტალები გაამჟღავნა.
„იყო გუნდი, რომელსაც ლეო მესის სანაცვლოდ 400 მილიონი ევროს გადახდა სურდა, რაც მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობას შეადგენდა... ამიტომ ჩვენ ის 700 მილიონ ევრომდე გავზარდეთ. სახელების დასახელება არ მსურს, თუმცა ეს მანჩესტერ სიტი არ ყოფილა.
ნეიმარის წასვლა კლუბისთვის შოკი იყო, ჩვენ მისი გაშვება არ გვინდოდა. ამის შემდეგ შემცვლელის ძებნა დავიწყეთ. გვქონდა შეთავაზება მბაპეს ტრანსფერზე და კიდევ ერთი შეთავაზება დემბელეზე. სამწვრთნელო შტაბმა უპირატესობა დემბელეს მიანიჭა.
ჩავარდა თუ არა დემბელეს ტრანსფერი? უსმან დემბელემ ოქროს ბურთი მოიგო, თუმცა ბარსას მიღმა“, - განაცხადა ბართომეუმ.