ბერნარდუ სილვა კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა FootMercato და მისი ინსაიდერი სანტი აუნა იტყობინება, ბარსელონა ახლოსაა ბერნარდუ სილვას უფასოდ დამატებასთან.
მას შემდეგ, რაც ჰანსი ფლიკმა პორტუგალიელი ნახევარმცველის მოსვლას მწვანე აუნთო, ბარსამ მასთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ბლაუგრანას გარდა ბერნარდუს უფასოდ დამატებით ატლეტიკოც ინტერესდებოდა, რომელმაც პორტუგალიელს უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არჩევანი ბარსაზე შეაჩერა.
როგორც იცით, სილვამ მან სიტი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.