The Athletic-ის ინფორმაციით, ჩელსიმ კლუბის მოთამაშეებთან ერთად გადაწყვიტა, რომ დიოგუ ჟოტასა და ანდრე სილვას ოჯახს თანხა გადასცეს.
ლონდონურ კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული ბონუსიდან გარკვეული წილი გარდაცვლილი ფეხბურთელების ოჯახს გადასცენ.
ჩელსიმ საკლუბო მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ დამატებით 15.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ერთ მოთამაშეზე დაახლოებით 500 ათას დოლარს უდრის.
ლონდონურმა კლუბმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ დაამარცხა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა თავის ძმა ანდრე სილვასთან ერთად 3 ივლისს ავტო-ავარიას ემსხვერპლა.