ალეხანდრო გარნაჩო ჩელსის უახლოვდება.
ლონდონურმა კლუბმა არგენტინელი შემტევის თაობაზე მანჩესტერთან მოლაპარაკებები წამოიწყო.
თავად გარნაჩოს მხოლოდ ჩელსიში სურს გადასვლა, რომელთანაც პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.
ახლა ისღაა დარჩენილი, კლუბებმა თანხაზე მოილაპარაკონ, რის შემდეგაც ტრანსფერის დასკვნით ფაზაში გადავა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, გარნაჩო ამ ზაფხულს ჩელსის ფეხბურთელი უნდა გახდეს.