ალექსის მაკ ალისტერმა დიოგუ ჟოტას დაღუპვაზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულის შემტევი თავის ძმასთან ერთად ავტოკატასტროფას 3 ივლისს შეეწირა.
„დიდი მღელვარებით მინდა ეს აბზაცი დიოგუს მივუძღვნა. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რატომ წავიდა ის ასე ადრე. მასთან სულ ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შარშან კიდევ უფრო დავახლოვდით.
ის ყოველთვის დაღვინებული, მეოჯახე ადამიანი იყო, რომელიც არასდროს არ ცდილობდა გამოჩენილიყო ის, ვინც რეალურად არ იყო. ერთი დღე შეიძლებოდა მოსულიყო და ჩამხუტებოდა ისე, როგორც არასდროს, მეორე დღეს კი ნორმალურად გამარჯობაც კი არ ეთქვა, ჰა-ჰა-ჰა.
ერთმანეთის გაღიზიანება და გაბრაზება მოგვწონდა, სულ ვპოულობდით ამის გზას, იქნებოდა ეს მესი-რონალდუზე კამათი თუ უბრალოდ კარტის თამაში. ესეც ჩვენი თამაშის ნაწილი იყო.
მას ყოველთვის ღიმილით გავიხსენებ. ვიცი, რომ ის ზეციდან გვიჭერს მხარს. თუ არ გჯერათ, შეხედეთ ინგლისის სუპერთასის მატჩში ფრიმპონგის გატანილი გოლის დროს (20:20 - ავტ). ნიშნები..." - წერს ლივერპულის არგენტინელი ნახევარმცველი The Players' Tribune-ში.
20:20 - ჟერემი ფრიმპონგმა ჟოტას სახელობის გოლი გაიტანა