უეინ რუნის მიაჩნია, რომ ალექსანდრ ისაკს ლივერპულის საგრძნობლად გაძლიერება შეუძლია.
„კარგი ფეხბურთელები გუნდს ყოველთვის ერგებიან. ისაკმა დაამტკიცა, რა დონის ფეხბურთელიცაა. ლივერპული უკვე ჩემპიონობის ფავორიტად მიმაჩნია, მაგრამ თუ ისაკიც დაიმატეს, ვფიქრობ, შეუჩერებლები გახდებიან.
ნიუკასლისთვის ეს უდიდესი დარტყმაა. ბოლო რამდენიმე წელია ისინი ყველაფერს სწორად აკეთებენ, შემოსავლისა და გასავლის წესებს არ არღვევდნენ, წესებს ითვალისწინებდნენ, მაგრამ უსაკის წასვლა, სავარაუდოდ, უდიდესი იმედგაცრუება იქნება.
ისინი ცდილობენ შექმნან გუნდი, რომელიც ეპლ-ს და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს და თუ ისაკი, ამის შემხედვარე სხვებიც იფიქრებენ: "რა მინდა ამ კლუბში, საიდანაც საუკეთესოები გარბიან?"
ნიუკასლი ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, მაგრამ მეორეს მხრივ, მათ შეიძლება გაუთავისუფლდეთ ფული, რითაც უფრო მეტი ფეხბურთელის მიყვანა გახდება შესაძლებელი." - აღნიშნა მან იუნაიტედის ლეგენდამ.