ჯანლუიჯი დონარუმა მან სიტიში პსჟ-ზე მეტ ფულს იშოვის.
La Stampa-ს ინფორმაციით, მეკარემ ინგლისურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ხელფასის სახით მას იგივე ხელფასი ექნება, რაც პსჟ-ში - 12 მილიონი ევრო წლიურად, თუმცა ბონუსების ხარჯზე ანაზღაურება გარკვეულწილად გაიზრდება.
წყარო ხაზს უსვამს, რომ დონარუმა პეპ გვარდიოლას უკვე არაერთხელ ესაუბრა.
რაც შეეხება პსჟ-სთან მოლაპარაკებებს, პარიზელებს იტალიელის სანაცვლოდ 50 მილიონის მიღება სურთ, თუმცა მოსალოდნელია, რომ სულ მალე მოთხოვნას 35 მილიონამდე შეამცირებენ, რის გადახდასაც სიტი უკვე დათანხმდება.