ფაბრიციო რომანოს ცნობით, რომამ მანჩესტერ იუნაიტედს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერისთვის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.
იტალიური კლუბის შეთავაზება 20 მილიონ ფუნტს შეადგენს, თუმცა განიხილება იჯარაც გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჯეიდონ სანჩომ რომაში გადასვლის შესაძლებლობას მწვანე აუნთო, ინგლისელ შემტევს გავრცელებული ცნობების მიუხედავად, თურქეთში წასვლა არ სურს.
სანჩო მანჩესტერ იუნაიტედს 2021 წელს დორტმუნდიდან შეუერთდა. გასული სეზონი მან იჯარის წესით ჩელსიში გაატარა, იქამდე კი ასევე იჯარით ბორუსიაში დაბრუნდა.
ინგლისელს წითელ ეშმაკებთან არსებული კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.