გავრცელებული ინფორმაციით ჩელსი მიიჩნევს, რომ ნიკოლას ჯექსონის სანაცვლოდ ამ ზაფხულს შესაძლოა 60 მილიონი მიიღოს, მიუხედავად ბაიერნში მისი წარუმატებელი იჯარისა.
ლურჯები ნამდვილად შეეცდებიან ჯექსონის გასხვისებას. სენეგალელმა მოთამაშემ ჩელსიში ჩატარებულ 81 მატჩში მხოლოდ 30 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ამ სეზონში ბაიერნში იჯარით ყოფნისას 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
ამ ზაფხულს ჯექსონისთვის კლუბების დიდი რიგი დადგება, თუმცა, Athletic-ის თანახმად, ჩელსი ინარჩუნებს თავდაჯერებულობას, რომ მისი გაყიდვით 60 მილიონს მიიღებს. ჯექსონმა ხანდახან აჩვენა პოტენციალი, მაგრამ ბაიერნში წარუმატებლობის შემდეგ, მას ნამდვილად გაუჭირდება სხვა ელიტარულ კლუბში გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და მთავარი ტიტულებისთვის იბრძვის.
ბოლო დროს ჯექსონი სერია A-ში გადასვლას დაუკავშირეს, რაც შესაძლოა ლოგიკური ნაბიჯი იყოს 24 წლის ფეხბურთელისთვის კარიერის ამ ეტაპზე. ფლორიან პლეტენბერგმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯექსონი იუვენტუსსა და მილანს დაუკავშირა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლეტენბერგის თქმით, ჯექსონი ამ კლუბებისთვის სავარაუდოდ საიჯარო სამიზნე იქნება, რაც შესაძლოა უფრო რეალისტური მოლოდინი იყოს ჩელსისთვის.
60 მილიონი ნამდვილად ბევრი ჩანს ჯექსონის ბოლოდროინდელი ფორმის ფონზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კარგი შენაძენი გამოდგება შედარებით დაბალი დონის კლუბებისთვის.