საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, სტუმრად საბერძნეთთან ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის სირთულესა და კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თავდადებაზე ისაუბრა.
ჯიკიჩის თქმით, გუნდმა უმძიმეს შეხვედრაში შეძლო გადარჩენა:
მადლობა ყველას მოსვლისთვის. გიჟური თამაში იყო. მოვიგეთ თამაში, რომელშიც მეტოქეს 24 მოხსნა ჰქონდა შეტევაში და ჩვენ 20 დაკარგვა გვქონდა, ბევრი მათგანი უნებლიე შეცდომა. და ჩვენ გადავრჩით. ეს სიგიჟეა. ამ შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მინუს 26 ქულის შემდეგ მოვიგეთ, ახლა კი ეს. არ ვიცი, რა ვთქვა.
მწვრთნელმა თორნიკე შენგელიაზეც ისაუბრა:
გვაქვს პროტოკოლები თორნიკეს დასვენებასთან, ტაიმ-აუტების გამოყენებასთან, ჩელენჯებთან და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ წინა ღამეს ითამაშა. სასტუმროში დილის 4:00 საათზე იყო და 44 წუთი ითამაშა. სათადარიგოთა სკამზეც იმიტომ იყო, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა.
ყოველ ჯერზე, როცა ვეუბნებოდი, რომ უნდა გაჩერებულიყო, მპასუხობდა, კარგად ვარო. საბოლოოდ 25 ქულით დაასრულა. ასე რომ, არ ვიცი, რა ვთქვა. ჩემი საქმე უფრო მარტივია, რადგან ასეთ ტიპის მოთამაშეს ვწვრთნი. ჩემს ბიჭებს ცხოვრება უადვილდებათ, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა.