საბერძნეთთან დაპირისპირების შემდეგ ალექსანდარ ჯიკიჩმა 29 ნოემბერს პორტუგალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.
მწვრთნელის თქმით, გუნდს ჯერ საკადრო მდგომარეობის შეფასება და აღდგენა სჭირდება:
ბოდიში, ცოტა გაკვირვებული ვარ, ისევ ამ თამაშში ვარ. გასახდელში უნდა შევიდე, რომ ვნახო, რამდენი მოთამაშე მყავს, ვისაც დახმარება შეუძლია. პორტუგალია ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ხვალ მივფრინავთ, დავისვენებთ. თამაშამდე ერთი დღით ადრე ძალიან მსუბუქი ვარჯიში გვექნება. ეს ის გუნდია, რომელმაც საბერძნეთი სწორედ აქ, საბერძნეთში გაანადგურა. NBA-ს მოთამაშეების გარეშე. როგორც იცით, აგვისტოში მათ ვეთამაშეთ. მათი NBA-ს მოთამაშეები აქ არ არიან, ჩვენი NBA-ს მოთამაშეები აქ არ არიან. ამიტომ დიდ პატივს ვცემ იმას, თუ როგორ თამაშობენ. ძალიან, ძალიან კარგად უნდა ვიყოთ.
ჯიკიჩმა ხაზი გაუსვა, რომ პორტუგალია საბერძნეთისგან განსხვავებული მეტოქეა:
პირველ რიგში, ისინი საბერძნეთისგან განსხვავებული გუნდი არიან, ამიტომ იმედი მაქვს, მოხსნებს უკეთ გავაკონტროლებთ. მაგრამ პერიმეტრზე ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ. ახლახან ვეთამაშეთ და მოვიგეთ, თუმცა ეს კიდევ ერთი რთული თამაშია.