მერაბ დვალიშვილმა Believe You Me Podcast-ში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
მერაბმა განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ჩემპიონია, უფრო თავისუფლად და წაგების ნაკლები შიშით იბრძვის.
„პირველ ბრძოლაში შონ ო’მალისთან მე უბრალოდ ქამრის მოგება მინდოდა, ამიტომ ძალიან ჭკვიანურად ვმოქმედებდი, ყველაფერს არ ვაჩვენებდი. მაგრამ მეორე ბრძოლაში უკვე ჩემპიონი ვიყავი და თუ წავაგებდი ან რისკს ავიღებდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან უკვე მქონდა ქამარი.
ასე რომ, მეორე ბრძოლაში უფრო თავისუფალი ვიყავი, უფრო მეტ რისკს ვიღებდი, ეს არის მიზანი პიოტრ იანთან ბრძოლაშიც, რომ ჩემი თავი უფრო მეტად ვაჩვენო.“
დვალიშვილმა აღნიშნა, რომ პიოტრ იანმა პირველ ბრძოლაში არ გამოიჩინა მის მიმართ პატივისცემა და უფრო რთულ რევანშს ელოდება.
პიოტრ იანის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ პირველ ბრძოლაში პატივისცემით არ მეპყრობოდა. მას ეგონა, რომ ვერაფერს გავუკეთებდი. რაშიც მე უკეთესი ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ახლა გამოასწორებს და მე ჩემი თავის კიდევ უკეთესი ვერსია უნდა ვიყო.
ქართველმა ჩემპიონმა თქვა, რომ თუნდაც წონა შეიცვალოს, ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ბრძოლას არ დათანხმდება.
„ახლა იქ ვარ, სადაც კარგად ვგრძნობ თავს. პირველ რიგში, ალექსანდერ ვოლკანოვსკის ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიყვარს, არასოდეს შევებრძოლები მას. მეორე მხრივ, ახლა რთული მოწინააღმდეგე მყავს და ჩემს წონით კატეგორიაზე კონცენტრირება მინდა.
თუ ოდესმე მივხვდები, რომ ამ წონაში ყველა ძლიერი დავამარცხე და აღარ მეყოლება რთული მოწინააღმდეგე, შესაძლოა მაშინ ავიწიო წონაში, მაგრამ მაინც არ მსურს ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ბრძოლა.“
მერაბ დვალიშვილი 2025 წელს საჩემპიონო ქამარს მეოთხედ დაიცავს. მისი მეტოქე პიოტრ იანი იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს დაუპირისპირდება.