ბევრი გულშემატკივარი ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ დაპირისპირებაზე საუბრობს. როდესაც ისლამს ჰკითხეს, აინტერესებს თუ არა ეს ბრძოლა, მახაჩევმა უპასუხა:
„ვფიქრობ, კი. ეს შესანიშნავი იქნებოდა. გულშემატკივრებისთვისაც საინტერესოა და ჩემთვისაც, რადგან ეს ბრძოლა პირველი თემაა, რაზეც ხალხი საუბრობს."
შემდეგ მას ჰკითხეს, ეს ინტერესი გამოწვეული იყო ხალხის ყურადღებით თუ თავად დაპირისპირებით.
„როგორ შეიძლება ეს ჩემთვის საინტერესო იყოს? რას მომცემს ის, თუ 70 კილოგრამამდე ჩამოვალ და თოფურიას დავამარცხებ? ისევ ქამარს მოვიგებ? ის უკვე მაქვს.
ამით მეტად დაინტერესებული ხალხია. მე არ მაინტერესებს 70 კილოგრამამდე წონის დაკლება და საკუთარი თავის წამება. მე კონცენტრირებული ვარ 77 კილოგრამში ბრძოლაზე, კარგად ვიკვებო, შეკრებით სიამოვნება მივიღო და ვიბრძოლო.“ - განაცხადა მახაჩევმა.
ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას 16 ნოემბერს დაუპირისპირდება.