ისლამ მახაჩევი ფიქრობს, რომ პედი პიმბლეტი ილია თოფურიასთვის ნამდვილი გამოწვევა არ იქნება.
მახაჩევის თქმით, ილიას მომდევნო მეტოქე არმან ცარუკიანი ან ჯასტინ გეიჯი უნდა იყოს, რადგან პედის კარგი რეზიუმე არ აქვს.
„არმანი უნდა იყოს შემდეგი... შეიძლება არმანი, შეიძლება გეიჯი, მაგრამ არა პედი. პედიმ ვის მოუგო? ტონი ფერგიუსონს. ჩენდლერი? ჩენდლერს ყველამ მოუგო.
ნამდვილად არ არის ის დიდი გამოწვევა თოფურიასთვის. პედი ჯერ არავის შეუმოწმებია.“ - განაცხადა ისლამმა ESPN MMA-სთან საუბარში.
"თეთრ სახლში ჩხუბი ორივეს გვინდა" - მახაჩევმა თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა