UFC 321-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლა გაიმართა.
სამრაუნდიან ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვისა და მარიო ბაუტისტას დაპირისპირება ვიხილეთ. იანვარში მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ, უმარმა პირველად იბრძოლა და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა.
ნურმაგომედოვმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა (30-27, 30-27, 30-27).
როგორც მოსალოდნელი იყო, უმარმა ბრძოლა თავის სტილში, პარტერში წარმართა, რასაც მარიო ბაუტისტამ ვერაფერი დაუპირისპირა.
"ქამრის მოსაპოვებლად დავბრუნდები. არ აქვს მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ იქნება, პიოტრ იანის, მერაბის თუ სხვა. მე ჩემპიონი გავხდება." - განაცხადა ნურმაგომედოვმა ბრძოლის შემდეგ.