შაბათს, 25 ოქტომბერს აბუ დაბიში UFC 321 გაიმართება, რომლის მთავარ ბრძოლაშიც მძიმე წონის სატიტულო ბრძოლა შედგება.
ქამრისთვის ერთმანეთს ბრიტანელი ტომ ასპინალი და ფრანგი სირილ განე დაუპირისპირდებიან.
მებრძოლებმა წონა უკვე ჩააბარეს და ღონისძიების მთავარი ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის. ტომ ასპინალმა 255 ფუნტი (115.6 კგ) დააფიქსირა, სირილ განემ კი - 247.5 ფუნტი (112.2 კგ).

UFC 321-ის თანამთავარ ბრძოლაში ვირნა ჟანდირობასა და მაკენზი დერნის დაპირისპირება შედგება, ასევე ვიხილავთ სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლას უმარ ნურმაგომედოვსა და მარიო ბაუტისტას შორის.
ღონისძიების მეინ ქარდს ალექსანდარ რაკიჩისა და აზამატ მურზაყანოვის ბრძოლას გახსნის, შემდეგ კი მას ალექსანდერ ვოლკოვისა და ჟაილტონ ალმეიდას დაპირისპირება მოყვება.
UFC 321-ის მეინ ქარდი შაბათს, 22:00 საათზე დაიწყება.