პედი პიმბლეტმა ესპანურ Marca-სთან ილია თოფურიასა და მათ სავარაუდო ბრძოლაზე ისაუბრა.
"ამ მომენტში ბრძოლის მიღება მიჭირს... ვფიქრობდი, რომ ჯასტინ გეიჯისთან ვიბრძოლებდი აბუ დაბიში ოქტომბერში, მაგრამ ის თავს არიდებს.
რეალურად არავინ დარჩა ჩემთვის საბრძოლველად, ილია თოფურიას გარდა. ვფიქრობ, ყველაფერი უკვე დალაგებული იქნებოდა, კონტრაქტზე ხელი რომ მოეწერა, მაგრამ ის აჭიანურებს. ილია თოფურია არავის ეცოდინებოდა, რომ არა მე. ის ჩემი სახელის ხარჯზე გახდა ცნობილი...
ის ძალიან ყალბია, ზუსტად ისე, როგორც მისი ნახევარი გამომწერები. უკვე დადასტურებულია, რომ ინსტაგრამზე მისი გამომწერების ნახევარი ბოტებია. უბრალოდ მაკგრეგორის მიმბაძველია და უკვე მაღიზიანებს.
ის გერმანელია. ის არც ესპანელია, არც ქართველი. ის გერმანიაში დაიბადა და გერმანელია." - განაცხადა ინგლისელმა მებრძოლმა.
MMA-ის ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ცნობით, დიდია ალბათობა, რომ თოფურია და პიმბლეტი ერთმანეთს იანვარში დაუპირისპირდნენ.