"ვცდილობთ, თოფურიას შემდეგი მეტოქე გავარკვიოთ" - უაითი
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის შესახებ მოკლე განცხადება გააკეთა.
"ამ მომენტისთვის, გადაწყვეტილი არაფერი გვაქვს. ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ შეიძლება გახდეს თოფურიას შემდეგი მეტოქე", - აღნიშნა უაითმა.
თოფურიამ ბოლო ბრძოლა გამართა 28 ივნისს, როცა ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. იქამდე კი 2024 წლის 26 ოქტომბერს იჩხუბა. ასე რომ, ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქტაგონზე მხოლოდ ერთხელაა გასული.