ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატ კრაიოვამ, უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-2 ტურში, სომხურ ნოასთან შინ 1:1 ითამაშა. ქართველმა ასისტი შეასრულა და 61-ე წუთზე შეცვალეს.
38-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, მექვაბიშვილმა მეტოქის ნახევარზე ბურთი კარგად წაიღო და მანდეი ეტიმი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა - ერთი მცველი ჩამოიშორა და რუმინელები დააწინაურა.
ყველა ტურნირის ეგიდით, მექვაბიშვილისთვის სეზონში მე-6 საგოლე მოქმედებაა - რუმინეთის ჩემპიონატში 1 გოლი და 4 ასისტი აქვს, კონფერენს ლიგაზე კი პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა.
კრაიოვამ, პოლონურ რაკოვთან მარცხის შემდეგ, ტურნირზე პირველი ქულა აიღო და ცხრილის 28-ე ადგილზეა. 6 ნოემბერს, უქულო ვენის რაპიდს ავსტრიაში ეწვევიან.