"ეს კარგი იქნებოდა" - უმარმა მერაბთან კიდევ ერთხელ ჩხუბის სურვილი გამოთქვა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უმარ ნურმაგომედოვს ჟურნალისტებმა მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთხელ ჩხუბის შესახებ ჰკითხეს, რასაც დადებითი რეაქციით შეხვდა და ბრძოლის სურვილიც გამოთქვა.
"ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება გულშემატკივრებისთვის და UFC-სთვის. თუმცა, დიდხანს ლოდინი არ მინდა. მინდა, აქტიური ვიყო და ვნახოთ, რას მოითხოვს UFC. მერაბისა და იანის ბრძოლის შემდეგ ვნახოთ. თუ შესაძლებელია, მინდა, იანვარში ან თებერვალში ვიჩხუბო.
თუ მას ჰკითხავთ, ვფიქრობ, გიპასუხებთ: "მან 10-ჯერ უნდა იბრძოლოს, სანამ 10-ჯერ არ მოიგებს"? რა შემიძლია ვთქვა ამაზე? ეს უბრალოდ მისი აზრი იქნება, მისი აზრი და შეუძლია თქვას, რაც უნდა, მაგრამ რეალობა განსხვავებული იქნება", - აღნიშნა უმარმა პრესკონფერენციისას.
დვალიშვილმა ნურმაგომედოვი 2025 წლის იანვარში, UFC 311-ზე, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. უმარისთვის პროფესიონალურ კარიერაში პირველი წაგება იყო.