VIDEO: თოკო გუნდში მე-2 საუკეთესო იყო - ბარსა ჟალგირისთან დამარცხდა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის მე-6 ტურში, კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 73:88. ბარსასთვის ტურნირზე ზედიზედ მეორე წაგებაა.
ლიეტუველები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რაშიც მათ გერმანელ ლიდერ მაოდო ლოს მთავარი წვლილი ჰქონდა - 20 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი. სილვენ ფრანსისკომ და დეივიდას სირვიდისმა კი 14-14-ქულიანი პერფორმანსი მოიწყეს.
რაც შეეხება შენგელიას, პარკეტზე 21:32 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 13 ქულით, 5 მოხსნითა და 3 ასისტით დაეხმარა. მის გუნდში უფრო შედეგიანი თამაში ხოელ პარას ჰქონდა - 17 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.
6 ტურის შემდეგ, ბარსელონას 3-3 მოგება-წაგება აქვს და ცხრილის მე-11 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, ოლიმპია მილანოსთან საკუთარ დარბაზში გამართავს.